04 მაისი 2024,   22:28
ვრცლად
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სისხლიანი გარჩევის თვითმხილველი საგამოძიებო კომისიის წევრებთან დეტალებზე არ საუბრობს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. რა მოხდა პირველ დეკემბერს ხორავას 4 ნომერთან მდებარე ფარდულში, ინფორმაცია სისხლიანი გარჩევის შესახებ კომისიას ერთ-ერთმა თვითმხილველმა მიაწოდ, თუმცა მან საგამოძიებო კომისიის წევრებთან დეტალებზე არ ისაუბრა.

მოწმე უშუალოდ შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, საკუთარ ავტომობილში იჯდა და სისხლიან გარჩევას უყურებდა, თუმცა მოზარდების ჩხუბში არ ჩარეულა.

კომისიის წევრების თქმით, მოწმე პირველ დეკემბერს მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს. 

„რთულია იმის დაჯერება, რომ 5 მეტრში უყურებდა მოვლენების განვითარებას და შემდეგ არ გახსოვდეს ამის შესახებ არაფერი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ, კომისიის გაფართოებული სხდომის ფორმატში ჩვენების მიცემა კიდევ მოუწევს,

„როდესაც ადამიანის წინ ხდება ასეთი რაღაც, დაუჯერებელია, რომ ვერაფერს იხსენებს,“- განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები