03 მაისი 2024,   03:17
ვრცლად
5 ნარკორეალიზატორი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი - შს სამინისტრომ ნარკოტიკის ინტერნეტით რეალიზების კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა

5 ნარკორეალიზატორი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი - შსს-მ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები შეაჯამა.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. 4 ნარკორეალიზატორია მარნეულში დაკავებული, მათგან სამი წასრულში ნასამართლევი პირია. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

"დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული 4 პირიდან სამი წარსულში ნარკოდანაშაულისთვისაა ნასამართლევი. პოლიციამ ოთხივე პირის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. კიდევ ერთი ფაქტია გამოვლენილი ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზაციასთან დაკავშირებით.

"ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე,"- განაცხადა ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

დღის ამბები