04 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ჯაშუშებს მფარველობს - აქცია თავდაცვის სამინისტროსთან

თავდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების თქმით, უწყება ჯაშუშებს მფარველობს.

“თავდაცვის მინისტრი ჯაშუშებს მფარველობს,“ - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები. 

აქციის მონაწილეთა თქმით, მინისტრი, ლევან იზორია რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ პეტრე დევრიშაძის კომპანიას თავდაცვის უწყების ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე უხდის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები პროკურატურას ლევან იზორიას დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ და პარლამენტს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

„იზორიამ საქართველოს მტრის, ჯაშუშის, რუსეთის აგენტის, დევრიშაძის კომპანიას 4 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა. იზორიამ გააკეთა ის, რომ ყველა დაღვრილი სისხლი არის ფუჭი დღეს იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის პირდაპირ მეხუთე კოლონიის წარმომადგენელი,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟი უკავშირდებოდა რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პეტრე დევრიშაძის კუთვნილ კომპანიას და მასთან ძალოვანი უწყებების თანამშრომლობას. როგორც აღმოჩნდა, მილიონიან ტენდერებს უფორმებენ დევრიშაძის კომპანიებს, როგორც თავდაცვის ასევე, შს სამინისტროები. 

დღის ამბები