19 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
"აქ ვიქნები სანამ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები" - ზაზა სარალიძემ ღამე შსს-ს ეზოში გაათია 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ღამე შსს-ს ეზოში გაათენა. ზაზა სარალიძე პროტესტის ახალ ფორმას ირჩევს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. სარალიძის მთავარი მოთხოვნა მიხეილ კალანდიას დაკავებაა.

შვილმკვდარ მამასთან გვიან ღამით შსს-ს წარმომადგენელი მივიდა, თუმცა სარალიძეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ იმ ვიდეომასალის დათვალიერების ოქმზე ისაუბრა სადაც, მირზა სუბელიანი “უცნობ მამაკაცად“ არის მოხსენიებული. სამინისტროსთან მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ზაზა სარალიძის მხარდამჭერებიც.

„დღევანდელი ჩემი მოთხოვნა არის კალანდიას დაკავება, რაც უკვე გამოიკვეთა საქმის მასალებიდან. ფაქტია, რომ ყველა ცდილობს კალანდიას ხელი დააფაროს, სუბელიანს ხელი დააფაროს, გამოძვრინონ ამ საქმიდან. არ უნდათ მკვლელების დაჭერა, არ უნდათ ხელის დამფარებლების დაჭერა. გახარიამ რომ ეს საქმე არ იცის და არ იცოდა, ეს ტყუილია. აქ ვიქნები სანამ არ შესრულდება ჩემი მოთხოვნები,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.

დღის ამბები