01 მაისი 2024,   03:55
ვრცლად
სამ დღიანი პატიმრობის შემდეგ ოკუპანტებმა გატაცებული მოზარდი გაათავისუფლეს 

სამ დღიანი პატიმრობის შემდეგ კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული მოზარდი ქართულ მხარეს გადმოსცეს. გათავისუფლების შემდეგ ტატო ხარაზიშვილი გამოკითხვაზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.

მოზარდი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ჭვრინისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდმა ცხინვალის იზოლატორი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვა.

დღის ამბები