21 მაისი 2024,   22:30
ვრცლად
ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით - აქციაზე მეუფე ზენონი მივიდა

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

"ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს... 

თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო არ იქნება. თუ მომავალი თაობა არ იქნება, არც სამშობლო არ იქნება. 

მოწოდება არის ის რომ - ჩვენი, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით - ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ის განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება," - განაცხადა მეუფე ზენონმა.

დღის ამბები