07 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
ტყიბულში დაღუპული ოთხივე მეშახტე საკუთარ ოჯახებშია გადასვენებული

ტყიბულში დაღუპული ოთხივე მეშახტე საკუთარ ოჯახებშია გადასვენებული. ცხედრებს ექპერტიზა თითქმის მთელი დღის განმავლობაში უტარდებოდათ.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ტყიბულში, კონკრეტულად კი მინდელის შახტში უკვე 15 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ახლობლები დამნაშავეების დასჯას და უსაფრთო სამუშაო ადგილებს ითხოვენ. გამოძიების დასრულებამდე და საერთშორისო ექსპერტიზის დასკვნამდე, რომ ადგილზე მუშაობის გაგრძელება უსაფრთხოა, ტყიბულში ყველა შახტი დახურული იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები