სვანეთში, დილიდან, სამძებრო სამუშაოები განახლდა. მეხუთე დღეა, მაშველები ორ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ. ორი დღის წინ იპოვეს მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ეკა ვიბლიანის ცხედარი. მასთან ერთად, ავტომობილში იმყოფებოდა კიდევ ორი მოზარდი - გიორგი ვიბლიანი და საბა გვარმიანი.
მე-12 კლასელები სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, მანქანა, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა. მას შემდეგ მიმდინარეობს შველა-ძებნის ოპერაცია, რომელშიც ჩართულები არიან ადგილობრივებიც.