06 მაისი 2024,   05:20
ვრცლად
ჯერჯერობით უცნობია, „საქნახშირის“ შეთავაზებაზე ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს

კომპანია „საქნახშირის“ შეთავაზებაზე, რომ ტყიბულის შახტს ხელისუფლებას უსასყიდლოდ გადასცემენ, ბიზნესომბუდსმენმა მორიგი კომენტარი გააკეთა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური პრობლემები აქვს.

მისივე თქმით, „საქნახშირის“ მუშაობა იყო წამგებიანი და ეს იყო ერთგვარი სოციალური პროქტი, რომ იქ დასაქმებული ადამიანები უსამსახუროდ არ დარჩენილიყვნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება „საქნახშირის“ შეთავაზებაზე.

„აღნიშნული პროექტი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს აღნიშნულ ობიექტს, არის ერთგვარად სოციალური პროექტი, რადგან მისი ოპერირების დღიდან კომპანიას ამ ობიექტის ოპერირებიდან ზარალიანობა აქვს. იქ აღნიშნული ობიექტის მოდერნიზაცია მოხდეს, ეს დაკავშირებულია ძალიან მნიშვნელოვან ინვესტირებასთან და შეიძლება კომპანიისთვის შესაძლებლობებს ზღვრებს გარეთ იყოს. ამიტომ კომპანიის სურვილი, რომ უზრუნველყოს მისი გადაცემა სახელმწიფოსთვის, სწორედ აქედან არის გამოწვეული,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები