28 აპრილი 2024,   21:16
ვრცლად
სმიტების ოჯახის სასტიკი მკვლელობა - ბრალდებული ორი უცხო პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატი დღეს მედიასთან, საქმის ახალ დეტალებზე საუბარს გეგმავს.

ალექსანდრე კობაიძე საქმეში არსებულ დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, მალხაზ კობაურის პოზიცია უცვლელია - ის ბრალს არ აღიარებს და მისთვის ბრალდებული ორი უცხო პირის გარდა დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების მონაწილეობაზეც საუბრობს.

კობაურს ახალი ადვოკატი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ხადას ხეობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მალხაზ კობაური სამართალდამცველებმა 9 ივლისს დააკავეს. 

თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

 

დღის ამბები