05 იანვარი 2025,   01:53
ვრცლად
"მხოლოდ ძლიერი ხელმძღვანელობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს. გახადეთ ამერიკა ისევ დიდებული!" - ტრამპი ნიუ ორლეანში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ნიუ ორლეანში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. დონალდ ტრამპმა ტრაგიკული ფაქტის გამო აშშ-ის ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი "არაეფექტურია" და "ფაქტობრივად არ არსებობს ხელმძღვანელობა".

როგორც ტრამპმა რამდენიმე საათის წინ Truth Social-ში განაცხადა, ხელისუფლებამ, ისევე როგორც FBI-მ და იუსტიციის დეპარტამენტმა "არ შეასრულეს თავიანთი სამუშაო" ამერიკელების დასაცავად.

"აშშ იშლება - უსაფრთხოების, ეროვნული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის ძალადობრივი ეროზია ხდება ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ტრამპი. 

"მხოლოდ ძლიერი ხელმძღვანელობა შეაჩერებს ამას. შევხვდებით 20 იანვარს. გახადეთ ამერიკა ისევ დიდებული!"

შეგახსენებთ, ნიუ ორლეანის ფრანგულ კვარტალში სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა, შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. თავდამსხმელი 42 წლის შამსუდ დინ-ჯაბარია, რომელიც მომხდარის შემდეგ სამართალდამცველებმა მოკლეს.

წყარო: BBC

დღის ამბები