თალიბებმა ავღანეთში საცხოვრებელ კორპუსებში ფანჯრები აკრძალეს, რათა ქალები სახლში ყოფნისას გარედან არ გამოჩნდნენ. თალიბანის ლიდერმა ჰიბატულა ახუნდზადამ ბრძანება გასცა, რომ შენობებს არ უნდა ჰქონდეთ ფანჯრები იმ ადგილებზე, სადაც ქალებს შეუძლიათ ისხდნენ ან იდგნენ. ოთხპუნქტიანი განკარგულების მიხედვით.
ინფორმაციას independent-ი ავრცელებს.
განკარგულებაში, რომელიც მთავრობის სპიკერის ზაბიჰულა მუჯაჰიდის მიერ X-ზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ახალ შენობებს არ უნდა ჰქონდეს ფანჯრები იმ მხარეს, საიდანაც ეზოს, სამზარეულოს, მეზობლის ჭისა და იმ ადგილების დანახვა იქნება შესაძლებელი, რომლებსაც ჩვეულებრივ ქალები იყენებენ.
განკარგულებაში ნათქვამია, რომ ფანჯრების მქონე სახლებში, რომლებიც არ შეესაბამება ახალ წესებს, მფლობელებს სთხოვენ ან ააშენონ კედელი ან გადაკეტონ ხედი "მეზობლების უხერხულობის თავიდან ასაცილებლად".
ჰიზერ ბარი, Human Rights Watch-ის ქალთა უფლებების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, Independent-სგანუცხადა:
"ხალხი საუბრობს იმაზე, რომ თალიბანი მეტაფორულად ანადგურებს ქალებს, მაგრამ ეს მეტაფორა არ არის. უკვე გასცეს ბრძანება, რომ ქალის ხმა არ ისმოდეს საზოგადოებაში და ახლა არსებითად ხელს უშლიან ქალებს ფანჯრიდანაც კი გაიხედონ. ისინი არ აძლევენ ქალებს სამყაროს დანახვის საშუალებას. ეს არის ქალის პიროვნების სრული განადგურება და პროცესი გრძელდება. წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ დასრულდება ეს".