04 იანვარი 2025,   09:04
ვრცლად
უკრაინამ დღეს დილიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა - ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს

უკრაინამ დღეს დილიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

"2025 წლის 1 იანვარს, კიევის დროით დილის 7 საათზე, დასრულდა 2019 წლის 30 დეკემბრიდან არსებული შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის, რომელიც გაზის ტრანსპორტირებას შეეხებოდა. შესაბამისად, შეჩერებულია ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე "სუჯას" შესასვლელი პუნქტიდან დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე გასასვლელ პუნქტებამდე", - აცხადებენ უკრაინულ კომპანიაში.

ამასთან, ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორი კომპანიიის ინფორმაციითვე, საერთაშორისო პარტნიორები გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შესახებ დადგენილი წესით ინფორმირებული იყვნენ.

"უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის ოპერატორმა კომპანიამ წინასწარ მოამზადა ინფრასტრუქტურა, რათა იმუშაოს ნულოვანი ტრანზიტის რეჟიმში", - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ლიპამ.

კერძოდ, კომპანია დათანხმდა გარანტირებული სიმძლავრის გაზრდას, რათა უზრუნველყოს ევროპელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების შესაძლებლობა როგორც უკრაინაში, ასევე უკრაინის გავლით.

დღის ამბები