05 იანვარი 2025,   01:34
ვრცლად
POLITICO: ახალი წლის ღამეს ბრიუსელში 159 ადამიანი დააკავეს - დაწვეს მანქანები, გამვლელებს პიროტექნიკა, მეხანძრეებს კი "მოლოტოვის" კოქტეილები დაუშინეს

ახალი წლის ღამე ბრიუსელში არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ბელგიის დედაქალაქში 159 ადამიანი დააკავა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბრიუსელში მოქალაქეებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს, სასწრაფო დახმარების მანქანებს კი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. 

ბრიუსელის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, სულ მცირე 60 მანქანა დაიწვა, მეხანძრეებს კი, ხანძრის ჩაქრობის დროს ქვები და "მოლოტოვის" კოქტეილები ესროლეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიუხედავად ქალაქში პიროტექნიკის აკრძალვისა, მოქალაქეების ნაწილმა დიდი რაოდენობით ფეიერვერკები გამოიყენა, ერთმა კი პიროტექნიკა გამვლელებს ესროლა.

"ეს ნამდვილად სიგიჟე იყო", - განუცხადა POLITICO-ს ბრიუსელის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა ვალტერ დერიევმა.

"ჩვენ იქ დასახმარებლად ვიყავით და მოლოტოვის კოქტეილებს გვესროდნენ. შუაღამისას, ქალაქში პიროტექნიკის აკრძალვის მიუხედავად, ცა ფეიერვერკებმა დაფარეს. ბელგიის სიდიდით მეორე ქალაქ ანტვერპენში ასევე მოხდა არეულობები და ხანძრები, პოლიციამ იქ 49 ადამიანი დააპატიმრა", - აღნიშნა დერიევმა. 

დღის ამბები