04 იანვარი 2025,   18:06
ვრცლად
"პოლიციის გაძლიერებული ძალების განლაგება არის სწორი საშუალება ძალადობისა და ქაოსის მომწყობთა წინააღმდეგ წინააღმდეგ" - გერმანიის შსს მინისტრი ახალი წლის ღამით მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება

გერმანიის მთავრობამ დაგმო ახალი წლის ღამეს მომხდარი ინციდენტების სერია, როდესაც თავს დაესხნენ პოლიციელებს, მეხანძრეებს და ადამიანები ძირითადად ფეიერვერკის გამოყენების გამო დაშავდნენ. 

ბერლინში 30 პოლიციელი და ერთი მეხანძრე დაშავდა ახალი წლის ღამეს დაპირისპირების დროს,  შედეგად 400 პირი დააკავეს. ასობით პოლიციელი მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგდა დედაქალაქში შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად.

ბერლინში, კანონით აკრძალული რაოდენობის ფეიერვერკების აფეთქებამ დიდი ზიანი მიაყენა ქალაქის ორ უბანს, ხუთი ადამიანი დაიღუპა, ბევრი მძიმედ დაშავდა. ქალაქის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა დეტონაციამ სერიოზულად დააზიანა მრავალი სახლის ფასადი და ჩაამტვრია მრავალი ფანჯარა.

გერმანიის რამდენიმე ქალაქში, ახალი წლის ღამეს , პიროტექნიკის გამოყენების შემდეგ მომხდარ არეულობებს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი გამოეხმაურა.

"პოლიციის გაძლიერებული ძალების განლაგება არის სწორი საშუალება ძალადობისა და ქაოსის მომწყობთა წინააღმდეგ წინააღმდეგ", - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. მან ყველა დაშავებულ ოფიცერს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა და პირობა დადო, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.

შეგახსენებთგერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, არეულობების გამო ასობით პირი დაკავებულია, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ასევე პიროტექნიკით დაესხნენ თავს პოლიციელებსა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს.

დღის ამბები