04 იანვარი 2025,   17:59
ვრცლად
გერმანიაში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებას 5 ადამიანი ემსხვერპლა, არეულობების გამო ასობით პირი დაკავებულია - ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ასევე პიროტექნიკით დაესხნენ თავს პოლიციელებს

გერმანიაში საახალწლო ზეიმი ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ფართომასშტაბიან არეულობებში გადაიზარდა, შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასობით დააკავეს.

ხუთი ადამიანის დაღუპვა პიროტექნიკის გამოყენებას მოყვა, რამდენიმემ კი სერიოზული დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბერლინში პოლიციამ 390 ადამიანი დააკავა. წინასწარი შეფასებით, დაშავდა მინიმუმ 13 პოლიციელი, მათ შორის, ერთი მძიმედ. სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ ცეცხლსასროლი იარაღით და საახალწლო პიროტექნიკით.

ინციდენტების მიუხედავად, პოლიციის სპიკერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში დიდი ძალადობა არ ყოფილა. იმავდროულად, ლაიფციგში გავრცელდა ინფორმაცია პოლიციელებზე თავდასხმების შესახებ, სადაც დაახლოებით 50 ადამიანი მათ პიროტექნიკითა და ბოთლებით დაესხა თავს.

არეულობა დაფიქსირდა მიუნხენშიც, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის ცნობით, ოფიცრებს 300-მდე პირი დაესხა თავს.

დღის ამბები