საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო სექტორი დადებითად აფასებს. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მესამე სექტორი ნარკორეალიზატორებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებას ითხოვს.
„სწორია, სახელმწიფო წავიდეს მიმართულებით, რომელიც გულისხმობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, მათ შორის პასუხისმგებლობის გაუქმებას ნებისმიერი შემთხვევისათვის, როდესაც პირები მოიხმარენ ნარკოტიკს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უარი თქვას ნარკორეალიზატორების დასჯადობაზე“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.