21 დეკემბერი 2024,   21:18
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს 

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საელჩოს მოქალაქეობის დათმობის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა. ეკა ბესელიას არ დაუკონკრეტებია როდის გაგზავნა ზურაბიშვილმა განაცხადი საელჩოში. 

უცნობია უკავშირდება თუ არა ზურაბიშვილის უარი საფრანგეთის მოქალაქეობაზე - საპრეზიდენტო არჩევნებს. 

„ჩვენ საარჩევნო კოდექსში გვაქვს ასეთი დათქმა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, საარჩევნო რეგისტრაციის პროცესში, როდესაც ის დარეგისტრირდება კანდიდატად, ამ დროისთვის მას უნდა ჰქონდეს მიმართვა იმ ქვეყნისთვის მოქალაქეობიდან გამოსვლის თაობაზე, რომლის მოქალაქეობაც აქვს,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის. სავარაუდოდ სწორედ სალომე ზურაბიშვილი იქნება ის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი დაუჭერს. 

 

დღის ამბები