21 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
აშშ კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე - აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

„შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო,“ - ამ განცხადებას შეერთებული შტატების საელჩო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

"მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა.

"რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად, ფოთის პორტში - შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან.

"რუსეთმა დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა.

"რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით.

"რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას,“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები