24 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
"მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ" - ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან, უზენაესი სასამართლოს კანდიდატურასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონსულტაციების ჩაშლის მიზეზებს, კიდევ ერთხელ განმარტავენ. 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი თავიდანვე ხარვეზებით მიმდინარეობდა, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობამ კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ახლა "ქართული ოცნება" პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილს კანდიდატის დასახელების ვადა სექტემბრამდე აქვს, რათა პარლამენტმა საკითხზე მსჯელობა მოასწროს.

"გასაკვირი არ არის , იმიტომ რომ ჩვენ უფრო ადრე გამოვეთიშეთ პროცესს. ყველა მოველოდით და სასურველიც იყო, თვითონ ქვეყანასაც სჭირდება, რომ ეს პროცესი წარმართულიყო უფრო მეტი პასუხისმგებლობით, სერიოზულობით და იმდაგვარად რომ გარკვეული კონსოლიდაცია მომხდარიყო.

პრობლემას ვხედავთ იმაში, როგორ მიდის ეს პროცესი, შესაბამისად მაღალი მოლოდინი არ გვაქვს, რომ მაინცდამაინც საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ დასახელებულს,"-აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

დღის ამბები