24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
ანგელა მერკელი ოპოზიციის წარმამადგენლებს ხვდება

გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე თბილისში ოპოზიციასთან შეხვედრით იწყება. დაახლოებით 40 წუთია, რაც ანგელა მერკელი საპარალამენტო პარტიების წარმომადგენლებს თბილისი მარიოტში ხვდება. 

როგორც შეხვედრაზე მისული ენმ-ის და ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, მათი მხრიდან მთავარი გზავნილები იქნება ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და ასევე, რუსეთის მხრიდან განგრძობითი ოკუპაცია. საუბარი ასევე შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. 

ამ შეხვედრაზე დღეს პრეზიდენტობის ორი კანდიდატი იქნება. ენმ-დან გრიგოლ ვაშაძე და ევროპული საქართველოდან დავით ბაქრაძე. შესაბამისად, მერკელთან შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტის არჩევნები იქნება.

ოპოზიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  მთავარია, არჩევნები იყოს გამჭვირვალე და ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი არჩევანი თვისუფლად გააკეთოს და ამ მიმართულებით პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი.     

დღის ამბები