08 დეკემბერი 2021,   03:57
ვრცლად
"ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება ამ არჩევნებში," - ირაკლი კობახიძე

„თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მმართველი გუნდი მხარს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელობა 8 სექტემბერს ელოდება,“ – ამის შესახებ განცხადებები გურიაში, "ქართული ოცნების" პარტიული შეხვედრების დროს გაკეთდა.

შეხვედრებს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ატარებენ.

„ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცანით ჩვენი პარტიის წევრებს, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩვენ ჩვენი კანდიდატით არ წარვსდგებით ამ არჩევნებში. ამაზე გვქონდა საუბარი და გარდა ამისა, გვქონდა საუბარი, იმაზე თუ რა ფორმით ჩაერთვება პარტია ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. მხარს დავუჭერთ აუცილებლად ერთ-ერთ კანდიდატს, ჩვენი პოზიცია არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამომრჩევლის წინაშე ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური, თუმცა ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება ამ არჩევნებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერი, კახა კალაძე კი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც მმართველი პარტია მხარს დაუჭერს, უნდა იყოს არაპარტიული კანდიდატი.

„ჩვენ არ გვყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს ამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი. ცალსახა არის ერთი რამ, რომ ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში, არაპარტიული. შესაბამისად, დაველოდოთ ვინ იქნებიან კანდიდატები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დღის ამბები