12 ნოემბერი 2026,   19:36
ვრცლად
ვაშინგტონში, ერთ-ერთ ფიტნეს დარბაზთან ახლოს, ცეცხლი გახსნეს - არის მსხვერპლი

აშშ-ის დედაქალაქში, სროლის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა. როგორც Reuters-ი წერს, ცეცხლი ფიტნეს დარბაზთან ახლოს გახსნეს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ამ წუთებში, თავდამსხმელი დარბაზში იმყოფება, შენობა კი ალყაშია.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, მიმდებარე ტერიტორიასთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ. შემთხვევა თეთრი სახლიდან დაახლოებით 1,6 კილომეტრში მოხდა.

თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

 

დღის ამბები