ხარაგაულში სახალხო დღესასწაული "ხარაგაულობა" გაიმართა. ხარაგაულის მერმა სტუმრებს დევების მონუმენტის მიმდებარე რეკრეაციულ სივრცეში უმასპინძლა.
დღესასწაულის მთავარი სივრცე ხარაგაულის ცენტრალურ პარკში იყო წარმოდგენილი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები დახვდათ.
პარკის სხვადასხვა სივრცეში მოეწყო საბავშვო, სპორტული, თეატრალური და კულტურული აქტივობები; წარმოდგენილი იყო იმერული ტრადიციული გარემო, ხარაგაულის ფოტო-მატიანე, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრები, ხარაგაულის სოფლების თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ტილოები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
დღესასწაულზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ მოწყობილმა კუთხეები, სადაც წარმოდგენილი იყო ხარაგაულის სოფლების ტრადიციები და მრავალფეროვანი სამზარეულო.
დღესასწაულის საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები, ასევე გაიმართა ანსამბლ "ქართული ხმების" კონცერტი
"ხარაგაულობა" საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდა.