09 დეკემბერი 2024,   12:14
ვრცლად
"სფერო ჰოლდინგმა" კომპანია "სვეტის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

"სფერო ჰოლდინგმა" კომპანია "სვეტის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ხელმძღვანელების თქმით "სფერო ჰოლდინგი" მზად იყო გადაებარებინა კომპანია "სვეტის" 100%-იანი წილი და დაზარალებული მენაშენეები დაეკმაყოფილებინა, რის გამოც "სფერო ჰოლდინგმა" წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც "სვეტს" უნდა გადმოეფორმებინა შეჩერებული მშენებლობები, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

„გვქონდა კომპანიების დამფუძნებლების მიმართ გარკვეული ნდობა, რომ ისინი კეთილსინდისიერად შეასრულებდნენ მათ მიერ წინარე ნასყიდობის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს, რომელი ვალდებულებაც მათ ამ დრომდე არ აქვთ შესრულებული. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს  მივმართეთ სარჩელით და ვითხოვთ ჩვენი დარღვეული უფლებების სასამართლო წესით დაცვას,“-ამბობს ადვოკატი ირაკლი ბურჭულაძე.

დღის ამბები