27 დეკემბერი 2024,   09:47
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში მომღერალ არჩილ მეფარიძის პროცესი გაიმართა - პროკურატურამ ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე და მოწმეების ჩვენებებზე ისაუბრა

საქალაქო სასამართლოში მომღერალ არჩილ მეფარიძის პროცესი გაიმართა - ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა. პროკურატურამ ფაქტის ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე და მოწმეების ჩვენებებზე ისაუბრა. დრო მოითხოვა ადვოკატმა, რომელსაც პროკურორის დასკვნასთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა.

არ არის გამორიცხული მოსამართლემ განაჩენი ხვალვე გამოაცხადოს. მეფარიძეს ძალადობაში ადანაშაულებენ.

"2 წელი გავიდა ძალადობის აქტის შემდეგ და არჩილ მეფარიძემ წინა სასამართლო სხდომაზე თავისი თავი წარმოაჩინა როგორც მსხვერპლად, რაც ახასიათებთ ტიპურ მოძალადეებს. ჩემი აზრით ყველაფერი ნათელია და ვფიქრობ და მჯერა იმისი, რომ აუცილებლად დადგება ის განაჩენი, რომ ის არის დამნაშავე“, - აცხადებს ლელა ჯუღელის ოჯახის წევრი, ელენე რევიშვილი.

დაცვის მხარე არასაკმარის მტკიცებულებებზე საუბრობს. ის დასკვნითი სიტყვით ხვალ წარდგება.

"არჩილ მეფარიძეს გამოძიების ეტაპზე არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ მის მიმართ ლელა ჯუღელმა რაიმე სახით ფიზიკური ძალადობა განახორციელა, თუმცაღა სასამართლო პროცესზე გადაწყვიტა, რომ ეს ვერსია შეეთავაზებინა სასამართლოსთვის, რომ იგი თავად არის დაზარალებული, თითქოს და ლელა ჯუღელმა პირიქით მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა, ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით დაზიანება აღენიშნება არა არჩილ მეფარიძეს, არამედ ლელა ჯუღელს და ვიდეოჩანაწერებშიც ასახულია, რომ არჩილ მეფარიძე არის აგრესიული“, - აცხადებს პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.

დღის ამბები