08 დეკემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ევროპარლამენტარების მოტყუება, შეცდომაში შეყვანა არის პოლიტიკური უმეცრება, სიბეცე და ჭკუასუსტობა - გრიგოლ ვაშაძე

"ბატონი მამიკინსის რაპორტი არის უკიდურესად სუსტი, ამიტომ საჭიროა შესწორებების შეტანა იმისთვის, რომ მოხსენებას ობიექტური სახე მიეცეს,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „კურიერს“ ბრიუსელში განუცხადა.

მან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ დოკუმენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანდრეს მამიკინსის მოხსენება სუსტია და ამიტომ აუცილებელია ტექსტში შესწორებები შეტანა.

„ყველაზე უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს რამდენიმე საკითხი, პირველი - „რუსთავი 2-ის“ საკითხი, იმიტომ, რომ ჩვენ პარტნიორებს ვუმეორებდით და ტენისის ბურთივით ვღებულობდით ერთსა და იმავე თეზისს, რომ „რუსთავი 2-ს“ თუ რაღაც მოუვიდა იმ გეგმის შესაბამისად, რაც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, საქართველოდან თავისუფალი ხმა დასავლეთის მიმართულებით ფაქტობრივად კი არა, სრულიად შეწყდება. ამ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ რაც ადრე არასდროს იყო. ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე, უკიდურესად დამოკიდებული სასამართლო ხელისუფლებაზე, დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები და კულუარული, ერთპიროვნული მმართველობა - ამან ნელ-ნელა მიიღო სახე და დაიწყო კრისტალიზება ერთ ადამიანში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ევროპარლამენტარების დიდი ჯგუფები ამის დაფიქსირებას ითხოვენ ბატონი მამიკინსის რეპორტში ოფიციალური შესწორებების გზით,"- აღნიშნა ვაშაძემ. 

გრიგოლ ვაშაძეს ბრიუსელში მოლაპარაკებები ჰქონდა ევროკომისიის საგარეო საქმეების სამსახურთან და ევროპარლამენტში. 

„ყველა ცდილობს, იყოს საქართველოზე კარგად ინფორმირებული, ამ ხალხის მოტყუება, შეცდომაში შეყვანა, ზღაპრების მოყოლა გასაოცარ დემოკრატიაზე, რომელიც ჩვენთან არის, რეფორმების ახალ ტალღებსა და ეკონომიკის აყვავებაზე, ეს ყველა მცდელობა, ქალბატონ ნონა მიხელიძეზე თავდასხმებთან ერთად, პოლიტიკური უმეცრება, სიბეცე და ჭკუასუსტობა არის,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები