26 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
ბათუმის მერიასთან მიმდინარე აქცია შეწყდა - მოსახლეობას 65 ნომერი სამარშრუტო ტაქსი სამი დღის განმავლობაში ისევ ძველი მარშრუტით მოემსახურება

ახალშენის მოსახლეობის პროტესტი შეწყდა. ისინი ბათუმის მერს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ 65 ნომერი სამარშრუტო ტაქსი სამი დღის განმავლობაში ისევ ძველი მარშრუტით ივლის, ორშაბათს კი საკრებულო განიხილავს შეცვლილ ხაზებს.

მოსახლეობა სამარშრუტო ტაქსების მიმართულების შეცვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხაზების შეცვლამ მათ პრობლემები შეუქმნა.

მათი თქმით, ქალაქის ცენტრში ჩამოსვლისთვის ორი სამარშრუტო ტაქსის მომსახურება უწევთ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული.

დღის ამბები