26 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
ასეთი საძაგელი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია - ტელეკომპანია "იბერიას" მხარდასაჭერად იკრიბებიან

ცუდად იქცევა ჩვენი ხელისუფლება, ასეთი საძაგელი ხელისუფლება მე ვფიქრობ, საქართველოს არ ჰყოლია - ასე ეხმაურება პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია "იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ჩარკვიანის თქმით, "იბერიას" ეთერში ხელისუფლების კრიტიკა ისმის, რაც საკმარისი მიზეზია არსებული მმართველი ძალისთვის სცადოს ტელეკომპანიის მუშაობის პარალიზებას. ჩარკვიანის თქმით, ამის სურვილი ხელისუფლებას უფრო მეტად არჩევნების მოახლოების წინ გაუჩნდა. 

"მე პირადად არ მახსოვს, რომ რაიმე შეზღუდვა მქონდეს ამ არხზე. ახლა მოდის არჩევნები. ჩვენი ხელისუფლება არა უნიათოდ, არამედ შეგნებულად ცუდად იქცევა. ასეთი საძაგელი ხელისუფლება მე ვფიქრობ, საქართველოს არ ჰყოლია

ასეთი გაჭირვებული ხალხი საქართველოს არ ჰყოლია, აი ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ იბერიას ეთერში“-ამბობს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

საინფორმაციო პორტალის ”ევროპა საქართველოსთვის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორს ლიკა ბასილაია შავგულიძეს იბერიას ირგვლივ განვითარებული მოვლენები ტვ "პირველის" ირგვლივ ცოტა ხნის წინ გაჩენილ პრობლემებს ახსენებს.

„სულ რამდენიმე ხნის წინ მსგავსი ცნობები ხელისუფლების შესაძლო ჩარევის შესახებ მოვისმინეთ "ტვ პირველის" დამფუძნებლებისგან და იყო ანალოგიური სიტუაცია.

ახლა გვესმის იგივე ბიზნესზე ზეწოლის მეშვეობით არხისთვის დაბრკოლებების შექმნა,. რაც არის მედიისთვის, თავისუფალი სივრცის, მუშაობის საშუალების შეზღუდვა“-ამბობს ბასილაია-შავგულიძე.

ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებლები ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საერთაშორისო სასამართლოში ჩივილსაც გეგმავენ. როგორც ტელეკომპანიის ხელმძღვანელები განმარტავენ, ხელისუფლება "ომეგა" ჯგუფში შემავალ კომპანიებს ებრძვის, ამ პროცესის საბოლოო მიზანი კი თავისუფალი მედიის შეზღუდვაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები