26 დეკემბერი 2024,   20:28
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის სამსახურით სარგებლობა ყოფილ პრეზიდენტებს ეზღუდებათ - კობახიძე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტებს ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს. „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებაზე უკვე მუშაობას.

პერსონალური სახელმწიფო დაცვით სარგებლობა, სავარაუდოდ, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესაც შეეზღუდება. მთავრობის ინიციატივით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივის ავტორი თავად არის. მისი თქმით, ცვლილებების მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაა. 

„მოქმედი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს მომდევნო მოწვევის განმავლობაში, 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდება ეს პრივილეგია უნარჩუნდება, რაც არ არის სწორი. ჩემი პირადი პოზიცია იყო, ეს პირველ რიგში, რომ არ არის სწორი და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. არ შეიძლება, გადასახადების გადამხდელის ხარჯზე ასეთი პრივილეგიებით სარგებლობდნენ მაღალჩინოსნები. ეს უნდა გავრცელდეს როგორც პარლამენტის თავმჯდომარეზე, ასევე ყოფილ პრემიერებსა და ყოფილ პრეზიდენტებზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

დღის ამბები