26 დეკემბერი 2024,   20:11
ვრცლად
აკრძალული იარაღის გამოყენებას პროვოკაციების მოსაწყობად ტერორისტული დაჯგუფებები გეგმავენ - ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პასუხობს

ვლადიმერ პუტინი სირიის საკითხებში ამერიკის სპეცწარმომადგენლის განცხადებას პასუხობს. ჯიმ კეფრის განცხადებით, იდლიბის პროვინციაში ასადის ძალები ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებენ.

თეირანში მიმდინარე სამიტზე კი რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აკრძალული იარაღის გამოყენებას პროვოკაციების მოსაწყობად ტერორისტული დაჯგუფებები გეგმავენ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ტერორისტები სწორედ იდლიბის პროვინციაში არიან თავმოყრილი.

სამიტი, რომელშიც ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებიც მონაწილეობენ, მთლიანად სირიის კრიზისს ეთმობა. ირანის ლიდერი მიიჩნევს, ამერიკელების ყოფნა სირიაში უნდა დასრულდეს.

დღის ამბები