26 დეკემბერი 2024,   20:40
ვრცლად
ჭეშმარიტება საუბრობს იმაზე, რომ 2012 წლიდან ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით - კობახიძე ევროპარლამენტის კრიტიკულ ანგარიშზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის ანგარიშს ეხმაურება, რომელშიც კრიტიკული ჩასწორებები შევიდა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში არსებულ არაფორმალურ მმართველობასა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია მუშაობს ევროპარლამენტარებთან და ამ მუშაობის შედეგი აუცილებლად აისახება.

„ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები ყველა პარტიასთან, რომელიც არის წარმოდგენილი საერთაშორისო დონეზე. როგორც მემარცხენე ასევე მემარჯვენე მიმართულებით, ყველასთან ვიმუშავებთ და რა თქმა უნდა, ეს მუშაობაც იქნება ასახული საბოლოო დოკუმენტში.

"მთავარი მაინც არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება საუბრობს იმაზე, რომ 2012 წლიდან ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, სოციალური მიმართულებით საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ეს რეალობა იქნება აუცილებლად ასახული ამ დოკუმენტში“-ამბობს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები