26 დეკემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ისლამისტების მუქარა - ბერლინში მოლდოვის დიპლომატიური უწყებების ევაკუაცია მიმდინარეობს

ბერლინში მოლდოვის დიპლომატიური უწყებების ევაკუაცია მიმდინარეობს. მოლდოვური მედიის ინფორმაციით, გერმანიის სპეცსამსახურებმა გადაწყვეტილება მოლდოვის საელჩოსა და საკონსულოების დაცლის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც მოლდოველმა დიპლომატებმა ისლამისტებისგან მუქარის წერილები მიიღეს.

ევაკუაცია ბერლინში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს დაემთხვა. მოლდოვური მედიის ცნობით, დიპლომატებს ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ემუქრება, რომლის წევრებიც გუშინ მოლდოვიდან გააძევეს.

საუბარია, თურქეთის 7 მოქალაქეზე. ემნესტი ინტერნეიშენალის ცნობით, დეპორტირებულები მოდლოვურ- თურქული ლიცეუმის "ორიზონტის" თანამშრომლები არიან. ამ სასწავლებლების ქსელის დახურვა ანკარამ კიშინიოვს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მოსთხოვა, თუმცა ქვეყნის პრემიერისგან უარი მიიღო.

დღის ამბები