26 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ გაიხსნა - საქართველოს სინფონიეტას ესპანელმა მუსიკოსმა, იორდი სავალიმ უდირიჟორა

ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ბაროკოს ეპოქის მუსიკით გაიხსნა. საქართველოს სინფონიეტას ცნობილმა ესპანელმა მუსიკოსმა, იორდი სავალიმ უდირიჟორა.

მუსიჯოსი დედაქალაქში სპეციალურად ამ კონცერტისთვის ჩამოვიდა.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის პირველი დღე საქართველოს სინფონიეტას 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჯანსუღ კახიძის ცენტრში საქართველოს სინფონიეტა ბაროკოს ინსტრუმენტებით პირველად გამოვიდა. ორკესტრმა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისის“ 26-ე სეზონი გახსნა.

„შემოდგომის თბილისის“ შემდეგი კონცერტი 12 სექტემბერს გაიმართება და 15 ოქტომბრის ჩათვლით კიდევ 8 კონცერტის ჩატარება იგეგმება.

დღის ამბები