26 დეკემბერი 2024,   20:51
ვრცლად
საქართველო-ლატვიის მატჩამდე ორი დღე რჩება - გურამ კაშიამ თანაგუნდელები გაამხნევა

საქართველოსა და ლატვიის მატჩამდე ორი დღე რჩება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშია უკვე საქართველოშია. მან მატჩის შემდეგ თანაგუნდელები გაამხნევა და ყაზახეთთან მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

პარალელურად კი, 9 სექტემბერს „დინამო არენაზე" მისვლას ე.წ. „ქართული მარშიც“ გეგმავს, რომელმაც ვიცე-კაპიტნის წინააღმდეგ აქცია დაანონსა. ისინი სტადიონთან ლგბტ დროშის დაწვასაც აპირებენ.

გურამ კაშია „ქართული მარშის“ წევრების მხრიდან შეურაცხყოფის სამიზნე უკვე მეორედ გახდა. ამჯერად მიზეზი უეფას მიერ კაშიასთვის თანასწორობის ჯილდოს გადაცემა გახდა.

ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის თანაგუნდელები გულშემატკივარს ერთიანობისკენ მოუწოდებენ.

საქართველო-ლატვიის საფეხბურთო დაპირისპირება დინამო არენაზე 9 სექტემბერს 20 საათზე დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები