21 დეკემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხები - თალაკვაძის თქმით, კონფერენციაზე ყურადღება რამდენიმე თემაზე გამახვილდება ​

„მსოფლიო თავდაყირა“ - მაკკეინის ინსტიტუტის ორგანიზებით დილიდან საერთაშორისო კონფერენცია იმართება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ყურადღებას გაამახვილებენ ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე პირველ რიგში დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის თემებზე ისაუბრებენ.  

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ კიდევ ერთხელ წამოვწიოთ წინა პლანზე ის თემები, რაც საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს. ეს არის პირველ რიგში, ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის საკითხები, ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის მდგრადობა, დემოკრატიული განვითარება და საქართველოს ეკონომიკა,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები