26 დეკემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ხატია ბუნიათიშვილის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გენერალური რეპეტიცია გაიმართა

ჯანსუღ კახიძის ცენტრში ხატია ბუნიათიშვილის და თბილისის სიმფონიური ორკესტრის გენერალური რეპეტიცია გაიმართა.

მსმენელის თხოვნის გათვალისწინებით, რეპეტიციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. იმისთვის, რომ ცნობილი ქართველი პიანისტისა და ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ორკესტრის ერთობლივი შესრულება მოესმინათ, დარბაზში ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

ფესტივალის "შემოდგომის თბილისის" ფარგლებში კი ხატია ბუნიათიშვილისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ხვალ საღამოს 8-ის ნახევარზე დაიწყება.

დღის ამბები