26 დეკემბერი 2024,   19:43
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოს, უწყებათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცესკოს, უწყებათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმომწერები ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმით იხელმძღვანელებენ.

„არა მარტო საოლქო, არამედ საუბნო საარჩევნო კომისიების დონეზეც არის გარკვეული კითხვები, თუ რამდენად სამართლიანად ხდება იმ ადამიანების დანიშვნა კომისიის წევრებად, რომლებიც ინიშნებიან და იყო რამდენიმე შემთხვევა, განსაკუთრებით წინა არჩევნების დროს, როდესაც წინასწარ, გარკვეული სიები გავრცელდა იქამდე, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ წევრების დანიშვნის შესახებ,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა.

დოკუმენტის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ აუცილებელია პრაქტიკაში მისი ეფექტურად გამოყენება.

დოკუმენტს ხელი ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მოაწერეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი ძალა არჩევნების ტოტალური გაყალბებისთვის ემზადება.

„მემორანდუმი, რომელიც შემოგვთავაზა არასამთავრობო სექტორმა და ეხებოდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ რეგულაციების განმარტებას, მისაღებია თავისთავად,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

„ქართული ოცნება“ კი შეხვედრაზე არ მივიდა.

 

 

დღის ამბები