26 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მთავარია პროფესიული გამოცდილება, ამ ნიშნით ადამიანების არჩევა" - თამარ ჟვანია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დღეს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა. 

ოპოზიციის წევრების თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და ამიტომ ხდება კომისიების დაკომპლექტება ნათესაური კავშირით, მხარდამჭერებით და აქტივისტებით.

თამარ ჟვანია აცხადებს, რომ წევრების შერჩევა მხოლოდ პროფესიული ნიშნით მოხდება და ნეპოტიზმი ამ პროცესში გამორიცხულია.

„ამ საკითხებთან დაკავშირებით გიპასუხებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გასცა პასუხი და თითოეული თანამშრომელი და ის წევრი, რომელიც რეალურად საოლქო საარჩევნო კომისიებში იქნა არჩეული, ჩვენ ვნახეთ, რომ არჩეული იყო გამოცდილების მიხედვით, ისინი არა მხოლოდ ერთი და ორი წელი, რამდენიმე წლებია უკვე საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობენ და სხვათა შორის, წინა წლების განმავლობაში მათ რაიმე მიკერძოებაზე ან არაშესაბამის ქმედებაზე არცერთი ანგარიში არ არის დაფიქსირებული, ასე, რომ მთავარი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არის პროფესიული გამოცდილება, ამ ნიშნით ადამიანების არჩევა, დანარჩენს, მონიტორინგი განხორციელდება და ყველა ჩართული მხარე ნახავთ საქმიანობაში მათ ქმედებებს,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები