26 დეკემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ტყვია, რომელიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, ნადირზეც კი აკრძალულია, სახეთქი - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„რომელი იარაღიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, სანამ ექსპერტიზას ხელში ჩაუვარდებოდა, ის იარაღი იქნა გამოცვლილი, რომელიც მასრას უკან ისვრის. ტყვია, რომელიც ჩემს შვილზე გამოიყენეს, ნადირზეც კი აკრძალულია, სახეთქი,“- ეს სკანდალური განცხადება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ გააკეთა, რომელიც გორში საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და გარდაცვლილ თორნიკე მერებაშვილის ოჯახს თანადგომა გამოუცხადა. მერებაშვილის ახლობლებმა გორის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და 18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის დროული გამოძიება მოითხოვეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა სპეცოპერაციის დროს მისი შვილისთვის ნასროლ ტყვიასა და იარაღზე ისაუბრა.

„იმის გამო მკვდარ თემირლანს თავზე გაუკეთეს ოპერაცია, რომ შიგნიდან სახეთქი ტყვიის მასრები ამოეღოთ იცით, ჩვენი ტრადიციით, გაკვეთა არ არის მიღებული, მაგრამ მაინც წავედი ამაზე, ჩემს პრინციპებს ვუღალატე, რომ დამტკიცებულიყო, მასთან იყო თუ არა სახეთქი ტყვია. დიახ, ექსპერტმა სახეთქი ტყვიის ნაწილები ამოიღო. მერე მე მეუბნებიან, ვიღაც პოლიტიკური პარტია გმართავსო. მე მმართავს ჩემი თავი და ჩემი გული. სისხლიანი სახელმწიფო ყველაფერზე აგებს პასუხს. თვით სახელმწიფო არის დამნაშავე, ტერორი, ყაჩაღი,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დღის ამბები