26 დეკემბერი 2024,   19:12
ვრცლად
„არ ეგონოს გავლახო, ან მოვკლა, კანონის წინაშე დაიჩოქებს," - ზაზა სარალიძე გორის საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხობს

„არ ეგონოს გავლახო, ან მოვკლა, კანონის წინაშე დაიჩოქებს,“- ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, გორის საკრებულოს თავმჯდომარის მისამართით გააკეთა, რომელმაც ზაზა სარალიძეს აგინა. შვილმოკლული მამის თქმით, ყველას კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება.

დავით რაზმაძესა და ზაზა სარალიძეს შორის დაპირისპირება გორში საპროტესტო აქციაზე მოხდა, სადაც 18 წლის მოზარდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ. სარალიძემ და რაზმაძემ ერთმანეთს აგინეს. 

„ეს კაცი ძალიან მეცოდება იმიტომ, რომ იმის აზრიც არ აქვს, შვილმოკლულ მშობელს შვილი არ შეურაცხყოს. ჩემს პირად შეურაცხყოფაზე არ არის საუბარი. ჩემს შვილს შეეხო, მოვა დრო და კანონის წინაშე აგებს პასუხს. არ ეგონოს გავლახო, ან მოვკლა, კანონის წინაშე დაიჩოქებს ყველა, რათა სხვამ იგივე შეცდომა არ გაიმეოროს,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები