26 დეკემბერი 2024,   19:13
ვრცლად
მოსკოვში, სოლსბერის თავდასხმასთან კავშირში რუსეთის ხელისუფლების დადანაშაულება მიუღებლად მიაჩნიათ

მოსკოვში სოლსბერის თავდასხმასთან კავშირში რუსეთის ხელისუფლების დადანაშაულება მიუღებლად მიაჩნიათ. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით, ეჭვმიტანილების ინტერვიუს შემდეგ, აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ ეჭვმიტანილებს კავშირი ჰქონდათ ხელისუფლებასთან.

დიმიტრი პესკოვმა არ გამორიცხა, რომ მოსკოვმა ბრიტანელების მოთხოვნა განიხილოს, თუ ისინი ბოშიროვისა და პეტროვის დაკითხვას მოისურვებენ.

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსი აგენტების ინტერვიუ Russia Today-იმ გუშინ გაავრცელა.

ბოშიროვი და პეტროვი ირწმუნებიან, რომ სოლსბერიში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ კი მათ განმარტებებს აბსურდული, ინტერვიუს კი დადგმული ტელეშოუ უწოდა. 

დღის ამბები