26 დეკემბერი 2024,   18:59
ვრცლად
კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით - პრემიერი „რთველი 2018”-ის მიმდინარეობას გაეცნო

„რთველი 2018”-ის მიმდინარეობის პროცესს კახეთში დღეს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გაეცნო. მთავრობის მეთაური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა.

მამუკა ბახტაძე დღესვე სოფელ რუისპირში გიორგი ალადაშვილის მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მზადდება.

„კახეთში რთველი მიმდინარეობს წარმატებით. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩაბარებულია დაახლოებით, 60 ათასი ტონა და მოსახლეობამ მიიღო თითქმის, 110 მილიონი ლარი, გასული წლის მონაცემთან შედარებით ეს არის მნიშვნელოვანი ზრდა,“ - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ წელს ფასების ფორმირებაში სახელმწიფო არ ჩარეულა და რთველი, წინასწარი მონაცემებით, წარმატებით ჩაივლის.

დღის ამბები