26 დეკემბერი 2024,   19:39
ვრცლად
სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მეუფე სპირიდონის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა პანსიონის ტერიტორია დაატოვებინეს 

ნინო ლომჯარიას წარმომადგენლები დღეს მეუფე სპირიდონის დაქვემდებარებაში მყოფ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ბავშვების მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს ყოველ წელს სახალხო დამცველი ამოწმებს, თუმცა წელს ნინო ლომჯარიას წარმომადგენლებს მონიტორინგის უფლება არ მისცეს და პანსიონატი დაატოვებინეს.

მონიტორინგის ჯგუფის ტერიტორიიდან გაძევების მიზეზები ზედამხედველებმა “კურიერს” დღეს არ განუმარტეს, თუმცა ჰომოფობიური და ცილისმწამებლური შინაარსის განცხადებით განმარტეს საკუთარ facebook გვერდზე. სასულიერო პირები გადაწყვეტილებას ერთ სქესიანთა ქორწინების საკითხზე ომბუდსმენის პოზიციით ხსნიან.

ნინო ლომჯარია ეჭვობს, პანსიონის მიერ დასახელებული მიზეზი რეალური არ არის. მისი თქმით, პანსიონის ადმინისტრაციას არ სურდა იქ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციამ გაჟონოს და ამიტომ, ომბუდსმენის მონიტორებს ბავშვებთან გასაუბრების საშუალება არ მისცა.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მდგომარეობა და აღზრდის მეთოდები სახალხო დამცველის ანგარიშში ყოველთვის განსაკუთრებით საგანგაშო სტატუსით ხვდება.

ინფორმაცია პანსიონში არსებულ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში არ მოხვდება. მონიტორები მხოლოდ იმას დაწერენ, რომ ისინი ტერიტორიიდან გამოაძევეს. პანსიონი კი, დახურული დაწესებულებების სტატუსს სავარაუდოდ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები