26 დეკემბერი 2024,   19:40
ვრცლად
ავარიული შენობები, აყრილი იატაკი - ორი დღე სწავლის დაწყებამდე და ისევ მოუგვარებელი პრობლემები სკოლების დიდ ნაწილში 

სასწავლო წლის დაწყებამდე ორი დღე რჩება, თუმცა სკოლების დიდ ნაწილში ისევ მოუგვარებელი პრობლემებია. თბილისში და რეგიონებში სკოლების დიდი ნაწილი ბავშვებს კვლავ ავარიულ ან არასათანადო მდგომარეობაში ელოდება. სასწავლოდ განკუთვნილ შენობებში ცვივა ბათქაში, აყრილია იატაკი, დაზიანებულია საკანალიზაციო სისტემა და ბავშვებისთვის არ არის საკმარისი ადგილი. 

„კურიერმა“ 180- ე სკოლაში არსებული ვითარების გადაღება მოახერხა. კადრებში ნათლად ჩანს, რომ სკოლა სასწავლო წლის დაწყებას მძიმე პირობებში ხვდება. 

ავარიული სასწავლო წელი იწყება ნოჯიხევის სკოლაშიც. იქ  წლებია ბავშვებს სწავლა ექსტრემალურ პირობებში უწევთ.

ახალ სასწავლო წელი დროებით ნაგებობაში იწყება დაბა ოჩხამურშის დაწყებით სკოლაში. ქობულეთში დღეს სკოლის სველი წერტილის მშენებლობა მიმდინარეობს. 

სასწავლო წელს, ბოლო წლების ტრადიციის მიხედვით, ნაქირავებ ფართში ხვდებიან ოსიაურში. ახმეტაში უკვე ორი წელია ახალი სკოლის მშენებლობაზე საუბრობენ, თუმცა ტენდერი ამ დრომდე არც გამოცხადებულა. 60 მოსწავლეს სწავლა ამჯერადაც ავარიულ შენობაში მოუწევს.

იმის შესახებ, რომ საჯარო სკოლებში პრობლემებია, ინფორმირებულია განათლების მინისტრი, რომელმაც დღეს სისტემის რეფორმირების გეგმის პრეზენტაცია იყალთოში გამართა. მიხეილ ბატიაშვილი საკითხის გადაჭრას გრძელვადიანი სქემით აპირებს.

ავტორი: ია გულიაშვილი, ემა გოგოხია, სოფო ჭულუხაძე. 

 

დღის ამბები