26 დეკემბერი 2024,   19:52
ვრცლად
პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ - უწყებათაშორის კომისიას არჩევნებამდე 6 კვირით ადრე გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ტოვებენ

მორიგი მწვავე პროტესტი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ - არჩევნებამდე 6 კვირით ადრე ყველაზე გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაციები კომისიას ტოვებენ. უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ უცხადებენ.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების პროტესტი თეა წულუკიანის განცხადებებს მოჰყვა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფები ამბობენ, რომ იუსტიციის მინისტრმა სხდომები პირადი და პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმატად აქცია.

ბოიკოტის რეჟიმში გადასულების განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია მის რეალურ ფუნქციას, უზრუნველყოს ჯანსაღი საარჩევნო გარემო, ვერ ასრულებს.

შესაძლოა მმართველი პარტია უწყებათაშორის კომისიაში ერთადერთი პოლიტიკური გუნდი აღმოჩნდეს. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა თეა წულუკიანთან თანამშრომლობის გაგრძელების აზრს ვეღარ ხედავენ ოპოზიციური პარტიებშიც, სადაც ამბობენ, რომ წინასაარჩევნოთ მათ მიერ დაყენებულ თითქმის არცერთ საკითხზე კომისიას სერიოზულად არ უმსჯელია.

მმართველი გუნდის წევრები უწყებათაშორისი კომისიის მუშაობით კმაყოფილები არიან. ისინი ამბობენ, რომ იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციების არყოფნით, რომლებმაც ბოიკოტის რეჟიმი აირჩიეს, ფორმატის მუშაობას არაფერი დააკლდება.

უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის. სავარაუდოდ სწორედ მორიგ სხდომაზე გაირკვევა, კიდევ ვინ შეუერთდება ბოიკოტს და რა შემადგენლობით გააგრძელებს კომისიას წინასაარჩევნოდ მუშაობას. 

დღის ამბები