26 დეკემბერი 2024,   19:52
ვრცლად
ქვეყანა იხრჩობა კორუფციასა და სახელმწიფო რეკეტში - გრიგოლ ვაშაძე სოფელ სატივესა და ალის მოსახლეობას შეხვდა

სოფელ სატივესა და ალის მოსახლეობა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. ადგილობრივებმა გრიგოლ ვაშაძეს თავიანთი პრობლემები გააცნეს.

ადგილობრივების თქმით, ისინი აღარ ენდობიან „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლების ცვლილების საჭიროებას ხედავენ.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კანაფის წარმოების პროექტი გაჩერდება, აღმოიფხვრება კორუფციული ქმედებები.

ვაშაძის თქმით, დამოუკიდებელი სასამართლო დაიცავს მოქალაქეს და მის უფლებებს, ასევე ბიუჯეტი მოხმარდება სოციალურ საჭიროებებს, პენსიები გაიზრდება 400 ლარამდე, ხოლო უსამართლო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი გამოცხადდება.

„ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ბედავს, ამ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს, ქედმაღლურად ზემოდან უყუროს, ჩაიკეტოს ამ თავის გამაგრებულ სამთავრობო ოფისებში, გარეთ არ გამოვიდეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე სრულად მიტოვებული იყოს 6 წელიწადი და ესეც არ აკმარეს. ქვეყანა იხრჩობა კორუფციაში, ქვეყანა იხრჩობა სახელმწიფო რეკეტში და ახლა მთელი ქვეყნის გადაქცევას აპირებენ ნარკორეალიზატორად. აბსოლუტურად, კატეგორიულად არ დავუშვებთ ამას,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები