10 ოქტომბერი 2024,   12:47
ვრცლად
ხმაური ზუგდიდში - სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივები პროტესტით ხვდებიან

ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნების მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ადგილობრივები პროტესტით ხვდებიან.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, სადაც კანდიდატი უნდა მივიდეს, ადგილობრივებს შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ქართული ოცნების აქტივისტებმა შესასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და შენობაში მხოლოდ საჯარო მოხელეებს უშვებენ.

„სალომე ზურაბიშვილს ამ დარბაზში შემოიყვანენ არა წინა კარიდან, არამედ ნანგრევებიდან. იმ ნანგრევებიდან, რომელიც ძალიან ჰგავს ქართულ დანგრეულ სახელმწიფოს, რომელიც ოკუპირებულია,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია, არეულობის მოწყობის მცდელობაში ენმ-ს ადანაშაულებს.

„მოვედი და ვხედავ იმას, რომ რაღაც მცდელობა არის, შევქნათ გარკვეული ისტერია. არანაირი ისტერია აქ საჭირო არ არის, ვისაც უნდა კითხვის დასმა, მიეცემა კითხვის დასმის შესაძლებლობა,“ - განაცხადა მერაბ ქვირაიამ. 

დღის ამბები