19 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე იბარებენ

ბიძინა ივანიშვილი, გიორგი გახარია და დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველოს ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს ლონდონის სასამართლოში დაკითხვაზე იბარებენ.

დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ „ომეგა ჯგუფმა“ შეიტანა.

„ომეგას“ ინტერესებს მსოფლიოში ცნობილი საადვოკატო ფირმა "ფილდფიშერი" დაიცავს. იურისტებმა შეადგინეს იმ მაღალჩინოსნების სია, ვინც სახელმწიფოს სახელით რეკეტში მონაწილეობდა და ახლა მათ თავისმართლება სავარაუდოდ უკვე ლონდონის სასამართლოში მოუწევთ.

„დანაშაულში თანამონაწილეობისა და კორუფციის ბრალდებით ლონდონში შემუშავდა სარჩელი საქართველოს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ. სარჩელები შემუშავდება გიორგი გახარიას, ლევან ყიფიანის, ნოდარ ხადურის, ანზორ ჩუბინიძის, დიმიტრი ქუმსიშვილის და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

"თუკი სასამართლო ამას დაადგენს, მაშინ უკვე ფაქტი იქნება, რომ ის, რაზეც შეტანილია სარჩელი, არის სიმართლე. ამას თავისთავად მოჰყვება სისხლის სამართლის პროცესი და ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ სად უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი საქართველოში თუ ინგლისში“-აცხადებს ”ომეგა ჯგუფის” ადვოკატი, იურიდიული კომპანია ”ფილდფიშერის” იურისტი კოლინ გიბსონი.

დღის ამბები