21 დეკემბერი 2024,   21:17
ვრცლად
”ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი აჭარაში, შუახევში მცხოვრებ ადამიანებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს აჭარაში, შუახევში აგრძელებს.

საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ადგილობრივები უმუშევრობასა და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, აჭარაში განსაკუთრებით იგრძნობა უცხოეთში არალეგალურად მომუშავე ქართველების პრობლემა. აჭარის მოსახლეობის დიდი ნაწილი ოჯახებს თურქეთში მუშაობით და იქიდან გამოგზავნილი თანხით არჩენს.

„აჭარაში არის უზარმაზარი პრობლემა, არ არსებობს ოჯახი საიდანაც იძულებული არ არიან რომ ოჯახის ერთი წევრი მაინც თურქეთში წავიდეს სამუშაოდ. უამრავ პრობლემას აწყდებიან ეს ადამიანები, მათ სჭირდებათ მიხედვა და დახმარება. მთიან აჭარაში ტრადიციული კულტურა, რომლითაც ადამიანები ოჯახს ინახავდნენ იყო თამბაქო, დღეს მთლიანად მიშვებულია ეს სფერო და არავის არ აწუხებს ადამიანების მდგომარეობა, ის რომ არანაირი შემოსავალი არ აქვთ ოჯახებს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები